Monday, June 2, 2014



პროექტის სახელწოდება
ოთახის რემონტი
მნიშვნელობა და აქტუალობა
ხშირად საჭიროა ბინის რემონტი, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიერ ჩატარებული გამოთვლები, სივრცული ფიგურის კერძოდ მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობის   შესახებ თეორიული ცოდნის  ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება. მოსწავლემ შეიძლება ოჯახის წევრებს გაუწიოს კონსულტაცია ამ საკითხის ირგვლივ.
პროექტის მიზნები
საყოფაცხოვრებო პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის ჩვევების შეძენა, ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული და გამოთვლითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ლოგიკური მსჯელობის განვითარება
მონაწილეთა ასაკი
VI კლასი
ვადები/ხანგრძლიობა
12 დღე
მოსალოდნელი  შედეგები
ოთახის მაკეტის დამზადება, პრეზენტაცია.
ძირითადი რესურსები
მანძილის საზომი ხელსაწყოები, სახაზავი, ფანქარი, თაბახის ფურცლები, მუყაო (მაკეტის დასამზადებლად), საწერ-კალამი, მაკრატელი, ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ევალება ჯგუფის რომელიმე წევრის ოთახის რემონტისთვის საჭირო თანხის დადგენა და ოთახის მაკეტის გაკეთება. მოსწავლეები ატარებენ გაზომვებს. ირჩევენ შესაფერის საზომ ერთეულს და საზომ ხელსაწყოს, ზომავენ ოთახის სიგრძეს, სიგანეს, სიმაღლეს, ფანჯრებისა და კარების სიგრძესა და სიმაღლეს. მიღებული შედეგებით ასრულებენ გამოთვლებს. იატაკის პერიმეტრს გაამრავლებენ ოთახის სიმაღლეზე და იპოვიან ოთახის ფართობს. მას გამოაკლებენ კარებისა და ფანჯრების ფართობების ჯამს და მიიღებენ შპალერით დასაფარი ზედაპირის ფართობს, შემდეგ მოიძიებენ ინტერნეტში ინფორმაციას შპალერის რულონის ზომების შესახებ, გამოითვლიან ერთის ფართობს. შპალერით დასაფარი ზედაპირის ფართობს გაყოფენ ერთი რულონის ფართობზე და მიიღებენ საჭირო რულონების რაოდენობას. მოიძიებენ შერჩეული შპალერის ერთი რულონის ფასს და გაამრავლებენ რულონების რაოდენობაზე, გაიგებენ რა თანხის შპალერი უნდა შეიძინონ, რომ დაფარონ ოთახის კედლები.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
იცნობს მართკუთხა პარალელეპიპედს, შეუძლია მისი  გვერდითი ზედაპირის ფართობის გამოთვლა. პრაქტიკულად პოულობს ოთახის გვერდითი ზედაპირის ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაბამის ერთეულებში.
პროექტის ხელმძღვანელი
ეთერი  გოგიაშვილი
ხელმძღვანელის             ელ. ფოსტა

eter.gogiashvili@gmail.com